Accentnews.ge
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების  20 393 აქტიური შემთხვევაა, მათგან 421 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების  20 393 აქტიური შემთხვევაა, მათგან 421 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

28/11/2020 07:05:02 საზოგადოება

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 20 393 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 942–ს შეადგენს. მათგან 421 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

6 286 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში,3 844 - კოვიდ-სასტუმროში, 10 263 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 076 ადამიანი იმყოფება.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 784 ;
  • აჭარა – 683;
  • იმერეთი –662;
  • ქვემო ქართლი –292;
  • შიდა ქართლი – 192;
  • გურია– 123;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 247;
  • კახეთი –228;
  • მცხეთა-მთიანეთი –127;
  • სამცხე-ჯავახეთი – 93;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 41;

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 41 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 4 472ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 106 328 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 195 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S