ნავალნი ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ რუს ოლიგარქებს
27/11/2020 15:31:51 მსოფლიო
რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ევროპის კავშირს მოუწოდა, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის გარშემო მყოფ „დამნაშავეთა ჯგუფს“ სანქციები დაუწესოს.
27 ნოემბერს ევროპის პარლამენტის წევრებთან ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობისას ნავალნიმ განაცხადა, რომ ოლიგარქებმა „დროებით ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება“ და 27 ქვეყნისგან შემდგარმა ბლოკმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.
ნავალნიმ ევროკავშირს მიმართა, დაკვირვებით შეისწავლოს რუსი მილიარდერების შემოსავლების ევროპული წყაროები. მან დაასახელა როლმან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი და არკადი როტენბერგი, რომლბსაც ახლო ურთიერთობა აქვთ კრემლთან.
ნავალნი თვლის, რომ ჩვენს წინაშეა რუსეთის მთავრობის ახალი ტიპი, სრულიად ახალი, როგორიც ორი წლის არ იყო. მან მოუწოდა ევროკავშირს, არ აღიაროს მომავალი წლის სათათბიროს არჩევნები, თუ მასში მონაწილეობის უფლებას ყველა მოსურნეს არ მიცემენ.
ნავალნისთან ერთად ევროპარლამენტარებთან დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვა რუსი ოპოზიციონერები – ვლადიმირ მილოვი, ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა.
გასულ თვეში რუსეთის ექვსი მაღალი რანგის მოხელის და კიდევ ერთი პირის მიმართ ევროკავშირმა შემოიღო სანქციები აგვისტოში საბჭოთა ტიპის ქიმიური იარაღით ნავალნის მოკვლის მცდელობის გამო. ნავალნიმ, რომელიც კრემლის და ვლადიმირ პუტინის დაუღალავი ოპონენტია, რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულა თავის მოწამვლაში.


