Accentnews.ge
ირანის ბირთვული იარაღის „მამად" წოდებული მეცნიერი თეირანის მახლობლად მოკლეს

ირანის ბირთვული იარაღის „მამად" წოდებული მეცნიერი თეირანის მახლობლად მოკლეს

27/11/2020 15:25:03 მსოფლიო

ირანელი მეცნიერი, ირანის ბირთვული იარაღის „მამად" წოდებული მოჰსენ ფახრიზადე თეირანის მახლობლად, აბსარდში მოკლეს.

ირანული მედია მკვლელობას ტერორისტებს უკავშირებს.

მედიის ცნობით, თვითმხილველმა აფეთქების და შემდეგ სროლის ხმა გაიგო. მიზანში ამოიღეს ის ავტომობილი, რომელშიც ფახრიზადე იმყოფებოდა.

ფიზიკის პროფესორი, ირანის რევოლუციურ გვარდიის ოფიცერი 2018 წელს ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიემინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის ხელმძღვანელად დაასახელა. ნეთანიაჰუმ გაამჟღავნა, რომ ისრაელმა თეირანის საწყობიდან ამოიღო ირანის მასალების არქივი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ბირთვული იარაღის პროგრამაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S