Accentnews.ge
ECDC და WHO HIV-ს ტესტების დროულად ჩატარების მოწოდებით გამოდიან: " არ მივცეთ პანდემიას საშუალება, წაგვართვას შიდსისგან თავისუფალი მომავალი"

ECDC და WHO HIV-ს ტესტების დროულად ჩატარების მოწოდებით გამოდიან: " არ მივცეთ პანდემიას საშუალება, წაგვართვას შიდსისგან თავისუფალი მომავალი"

27/11/2020 13:51:25 მსოფლიო

ევროპის კავშირის დაავადებებთან ბრძოლის სააგენტო (ECDC ) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ევროპაში იმუნოდეფიციტის სინდრომის (HIV) ტესტების დროულად ჩატარების მოწოდებით გამოდიან. ბევრ ინფიცირებულ პირს დიაგნოზს უდგენენ ძალიან გვიან.

ECDC–სა და WHO–ს ანგარიშის თანახმად, "ბევრ ინფიცირებულ პირს დიაგნოზს უდგენენ ძალიან გვიან. შიდსის გამომწვევ ვირუსზე დაგვიანებული დიაგნოზი, ინფიცირებულებს არ აძლევს შესაძლებლობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობა დროულად ჩაიტარონ. განგაშის საფუძველს ქმნის ის ფაქტი, რომ დიაგნოზების თითქმის ნახევარი ინფექციის გვიან სტადიაზე დადგინდა, როცა იმუნური სისტემა უკვე ძალიან დასუსტებულია".

როგორც ECDC–სა და WHO–ში აცხადებენ, „ეს იმის მაჩვენებელია, რომ HIV-ს ადრეულ ფაზაში დადგენის მიზნით ტესტირების სისტემა სათანადოდ არ მუშაობს“.

"მახსოვს ის დრო, როცა HIV-ს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა. სადღეისოდ შესაბამისი მკურნალობის შედეგად HIV-თ ინფიცირებულ პირებს შეუძლიათ, იცხოვრონ შიდსის შიშის გარეშე. ანგარიშის მონაცემები 2019 წლის პერიოდს მოიცავს. ახლა საკითხავია, რა გავლენას მოახდენს კოვიდ–პანდემია HIV-ს ტესტების ჩატარებაზე. ჩვენი მოწოდება იქნება, დავიცვათ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი – გავაგრძელოთ HIV-ს ტესტების გაკეთება, არ მივცეთ პანდემიას საშუალება, წაგვართვას შიდსისგან თავისუფალი მომავალი, რომელიც ჩვენს ხელშია", – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S