Accentnews.ge
გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

27/11/2020 13:25:08 მსოფლიო

გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ ქვეყანაში 426 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 22 806 ახალი შემთხვევა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 1 006 394 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 15 586 პაციენტი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 61 450 322 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 440 605 ადამიანი იმსხვერპლა. 42 527 474 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ამ ეტაპზე მსოფლიო კოვიდ–საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინის დამტკიცებას ელოდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S