ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება
27/11/2020 10:50:14 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება.
„მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში”, - განაცხადა კალაძემ.


