Accentnews.ge
"ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ"

"ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ"

27/11/2020 10:13:28 საზოგადოება

"ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენს ვებ–გვერდზე იდება ხოლმე, შეხედეთ როგორ მიდის კორონას შემთხვევები. გაზაფხულზე რომ ვადარდებდი ხოლმე ჯომოლუნგმას აი ახლა, ჯომოლუნგმაზე ავდივართ", – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ახალი შეზღუდვების პირველი შედეგები ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება:

„პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და მატება დეკემბრის მეორე ნახევარში არ გვექნება, რაც შესაძებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაიწყოს დაავადების შემთხვევების კლება . ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს პირველ დღეებში, ორი კვირის მერე არის პირველი შედეგები".

როგორც იმნაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ.

"დღესაც ნახავთ თქვენ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს, არ სჯერა, რომ ეს არის პრობლემა და სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმიტომ, რომ დაჩიპონ“.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ საქართველოში 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 102 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 161 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S