Accentnews.ge
დილის მონაცემებით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი საწოლია

დილის მონაცემებით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი საწოლია

27/11/2020 09:52:19 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 421 თავისუფალი საწოლია.

„ნაკადები არის ძალიან აქტიური, ინტენსიური, დიდი დატვირთვა მოდის დღეს ჯანდაცვის სექტორზე. თუმცა, არსებობს გარკვეული რესურსი დღესაც. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა იყო 421, ქვეყნის მასშტაბით. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საწოლი შენარჩუნებული იყოს მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროში, რისთვისაც კოვიდსასტუმროები არიან მზად და საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს იქ. მიდის კომუნიკაცია უშუალოდ კლინიკებთან, ამ შემთხვევაში საუბარია კლინიკების და სასტუმროების უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობაზე იმისთვის, რომ პაციენტების გადაყვანა და სამედიცინო ჩარევა მოხერხდეს მარტივად", - განაცხადა გაბუნიამ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ საქართველოში 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 102 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 161 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S