Accentnews.ge
ბარბაქაძის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის 150–ზე მეტი თანამშრომელი კოვიდ–ინფიცირებულია

ბარბაქაძის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის 150–ზე მეტი თანამშრომელი კოვიდ–ინფიცირებულია

27/11/2020 07:27:33 საზოგადოება

მეტროს მემანქანეების პროფკავშირის უფროსის ზაზა ბარბაქაძის ინფორმაციით, რომელიც კოვიდ–ინფიცირებულია, დღეის მდგომარეობით, მეტროპოლიტენის 150–ზე მეტი თანამშრომელი კორონავირუსით არის დაავადებული.

მისივე ინფორმაციით, თანამშრომელთა მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ, რომელთაც სიმპტომები გამოუვლინდათ, ტესტირება საკუთარი ხარჯებით ჩაიტარა.

„26 ნოემბრის სამღამოს მდგომარეობით, საბურთალოს და ახმეტელი–ვარკეთილის ხაზზე 70 მემანქანეა დაინფიცირებული, ხოლო უშუალოდ მანქანის მოძრაობის მომსახურე პერსონალს შორის – 90–მდე. დღესაც ველოდებით პასუხებს და საყურადღებო ისაა, რომ საბურთალოს ხაზიდან არც ერთი მემქანქანე არაა ლუგარის ლაბორატორიაში გატესტილი: ვინც თავი ცუდად იგრძნო, საკუთარი ხარჯებით გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა“,– განაცხადა ბარბაქაძემ.

ბარბაქაძე მეტროს თანამშრომლებს შორის ვირუსის მასობრივი გავრცელების რამზენიმე მიზეზზე საუბრობს, რაც მენეჯმენტს უკავშირდება:

„სექტემბერში ადმინისტრაციას შევხვდით და რეკომენდაციები გავაცანით: შეიძლებოდა, ჩვენს კომპანიას დედაქალაქის მერია დაერწმუნებინა, რომ მეტროს დროებით ზაფხულის გრაფიკით ემუშავა, რაც პრევენციას მოემსახურებოდა და მსგავსი მასობრივი გავრცელება არ იქნებოდა. ამასთან, ვიცით, რომ საკოორდინაციო საბჭომ დამსაქმებელს დაავალა, გამოიძიონ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები და გადაიყვანონ თვითიზოლაციაში, რაც პრაქტიკულად არ განხორციელდა. გარდა ამისა, ჩვენივე მოთხოვნით შემოიტანეს სისხლის ტესტები, რომელიც შედეგს სიმპტომების გამოვლენიდან მე–5 ან მე–7 დღეს იძლევა, ადამიანებმა კი სიმპტომიდან მეორე დღეს გაიკეთეს ტესტი, მიიღეს უარყოფითი პასუხი და აგრძელებდნენ მუშაობას, შესაბამისად, გამავრცელებლები გახდნენ. შემდეგ გაკეთდა პისიარ–ტესტები, თუმცა ვფიქრობ, დაგვიანებული იყო“.

მისი ინფორმაციით, სადღეისოდ რამოდენიმე მემანქანე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, რამოდენიმე ჰოსპიტალიზებას საჭიროებს, თუმცა კლინიკებში ადგილი არაა:

„რამოდენიმეს პროფკავშირმა საკუთარი ხარჯებით შინ მიუტანა ჟანგბადის ბალონები“.

ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S