ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 20 013 აქტიური შემთხვევაა, მათგან 976 მძიმე პაციენტია
27/11/2020 07:03:14 საზოგადოება
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 20 013 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 976–ს შეადგენს. მათგან 375 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
6 251 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 863 - კოვიდ-სასტუმროში, 9 899 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2114ადამიანი იმყოფება.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 1 863 ;
აჭარა – 664;
იმერეთი –648;
ქვემო ქართლი –319;
შიდა ქართლი – 259;
გურია– 102;
სამეგრელო– ზემო სვანეთი – 385;
კახეთი –280,;
მცხეთა-მთიანეთი –128;
სამცხე-ჯავახეთი – 89;
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 43;
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 102 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 161 გარდაიცვალა.


