ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
27/11/2020 06:59:52 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 102 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 161 გარდაიცვალა.


