Accentnews.ge
ოფიციალური პარიზი: "საფრანგეთი მთიან ყარაბაღს არ აღიარებს"

ოფიციალური პარიზი: "საფრანგეთი მთიან ყარაბაღს არ აღიარებს"

27/11/2020 06:12:02 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარიზი მთიან ყარაბაღს არ აღიარებს.

ამის შესახებ განცხადება საგარეო უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ქვეყნის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუციას დაუჭირა მხარი.

„საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. ჩვენ არ ვაღიარებთ მთიან ყარაბაღს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: გუშინ საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 306-მა სენატორმა მიიღო, რომელთაგან 305-მა რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული რეზოლუციით სენატი საფრანგეთის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას მოუწოდებს. საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა. აღმასრულებელი ხელისუფლება მათ ცნობად იღებს და არაა მოვალე შეასრულოს. საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია აზერბაიჯანსა და თურქეთში გააკრიტიკეს. აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი კი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S