Accentnews.ge
აზერბაიჯანის პარლამენტი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის გაწვევის მოწოდებით გამოდის

აზერბაიჯანის პარლამენტი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის გაწვევის მოწოდებით გამოდის

26/11/2020 19:25:34 მსოფლიო

აზერბაიჯანის პარლამენტი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის გაწვევის თხოვნით ეუთო–ს ხელმძღვანელობას მიმართოს.

საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუციას დაუჭირა მხარი.

აზერბაიჯანის პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, ბაქოსა და პარიზს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს გადახედოს და ასევე, "ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა ანალიზის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს".

ცნობისთვის: გუშინ საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 306-მა სენატორმა მიიღო, რომელთაგან 305-მა რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული რეზოლუციით სენატი საფრანგეთის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას მოუწოდებს. საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა. აღმასრულებელი ხელისუფლება მათ ცნობად იღებს და არაა მოვალე შეასრულოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S