Accentnews.ge
სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

26/11/2020 18:03:28 მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

რეჟიმის გაუქმების ინიციატივა ოპოზიციურმა ფრაქცია „ნათელმა სომხეთმა“ დააყენა. საომარი მოქმედებების გაუქმებას მხარი მხოლოდ 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 დეპუტატი არ დაეთანხმა, ორმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

სომხეთში საომარი მდგომარეობა 27 სექტემბრიდან მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის გაუქმება ოპოზიციას საშუალებას მისცემდა დაეწყოთ პრემიერ- მინისტრის გადაყენების პროცესი და დაუბრკოლებლად გაემართათ საპროტესტო აქციები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S