მთავრობა განმარტავს, შესაძლებელია თუ არა საკურიერო მომსახურების განხორციელება "კომენდანტის საათის" პერიოდში
26/11/2020 16:21:45 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის ცნობით, საკურიერო მომსახურების განხორციელება "კომენდანტის საათის" (21:00-05:00 საათის) პერიოდში მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაშია დასაშვები.
მისივე ცნობით, „დელივერი სერვისი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებადართულია.
ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


