თურნავა მიიჩნევს, რომ პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად საპენსიო დანაზოგების გამოყენება რეფორმის დისკრედიტაციაა

26-11-2020 16:09:43 პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად საპენსიო დანაზოგების გამოყენება მთლიანი რეფორმის დისკრედიტაციაა.

"საპენსიო რეფორმა ერთერთი ფუძემდებლური რეფორმაა და ჩვენ არ უნდა მივაყენოთ რაიმე ჩრდილი და არ გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია, რა პრობლემებიც არ უნდა დაგვიდგეს. ეს არ არის მოკლევადიანი პრობლემის გადასაწყვეტი საკითხი და პანდემია სწორედ ასეთია, თუ მას შევადარებთ საპენსიოს სქემას და ხანგრძლივობას...სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა",- განაცხადა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისას ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, რომ საპენსიო დანაზოგზე მოსახლეობას წვდომა ჰქონოდა, რაზეც მთავრობამ უარი განაცხადა.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები