აქციების გამართვა არ იკრძალება

26-11-2020 14:56:54 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ახალი შეზღუდვები დეპუტატებს შეკრებაში ხელს არ შეუშლით, გამოხატვის თავისუფლება კი ქვეყანაში არ შეიზღუდება.

„დეპუტატები შეიკრიბებიან, ზოგი ველოსიპედით, ზოგი კერძო მანქანით... რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პოლიტიკოსის, რომელსაც რატომღაც სწყინს, როდესაც ეპიდემიოლოგების მხრიდან შედარება ხდება წესების დაუცველობის გამო. რა სხვაობაა ქორწილს, ქელეხს აქციას შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით? სამწუხაროდ, ვირუსი სწრაფად ვრცელდება. დისტანცია, პირბადე და არავინ კრძალავს გამოხატვის თავისუფლებას“,– განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, აქციებმა გააჩინა რისკი, რომ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატოს:

„აქციებმა გააჩინა რისკი, რომ 3 000–4 000–დან სწრაფად ავვარდეთ, არ მინდა, ციფრი დავასახელოთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები