გახარიას თქმით, ბიზნესის და სოციალური დახმარების პროგრამა ახალ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს
26/11/2020 10:17:26 საზოგადოება
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობის მიერ ბიზნესის და სოციალური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც ქვეყანაში ორი თვის განმავლობაში იქნება დაწესებული.
გახარია ამბობს, რომ ახალი შეზღუდვების – ორთვიანი გეგმის მიზანია, ეპიდემიის გავრცელების სისწრაფის შემცირება, რამაც უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემზე და სიკვდიალიანობის მაჩვენებლის ზრდა.
„ესაა ოპტიმალური სტრატეგია, ჩვენნაირი ეკონომიკის და ჯანდაცვის სისტემის ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს კრიზისი“,– განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 1 თებერვლამდე იმოქმედებს.
აღსრულების პროცესს შსს გააკონტროლებს.
"ესაა ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო, ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური ეპიდემიოლოგიურ შედეგს მოგვცეს",– დასძინა გახარიამ.


