Accentnews.ge
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა

26/11/2020 10:20:44 საზოგადოება

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე.

ამასთან, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე შეიზღუდება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S