რა შეზღუდვები ამოქმედდება ზამთრის კურორტებზე
26/11/2020 10:00:26 საზოგადოება
ახალი საკარანტინო შეზღუდვები ზამთრის კურორტებსაც შეეხება, ესენია: გუდაური, ბაკურიანი, აჭარა, გურია, ყაზბეგი, სვანეთი და აბასთუმანი.
შეზღუდვები, რომელიც ზამთრის კურორტებზე ამოქმედდება:
· სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
· ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები გამკაცრა და ახალი შეზღუდვები დააწესა. ისინი ძალაში 28 ნოემრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში იქნება.


