„უოლტ დისნეი“ 2021 წლის პირველ ნახევარში კომპანიიდან 32 000 თანამშრომელს დაითხოვს

26-11-2020 14:06:07 მსოფლიო

კომპანია „უოლტ დისნეი“ აცხადებს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში 32 000 თანამშრომელს დაითხოვს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი პანდემიის გამო შექმნილი კრიზისია.

კომპანიაში თანაშრომლების შემცირების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ სექტემბერში გაკეთდა, თუმცა „დისნეიში“ მაშინ აცხადებდნენ, რომ 28 00 თანამშრომლის შემცირებას გეგმავდნენ.

პანდემიის გამო კვლავ დახურულია პარიზის დისნეილენდი. შანხაიში, ჰონკ კონგსა და ტოკიოში მდებარე კომპანიის თემატური პარკები კი ჯერ–ჯერობით ფუნქციონირებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები