შოთა არველაძე: „პირდაპირ ვამბობ, საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მსურს“
26/11/2020 09:44:42 საზოგადოება
შოთა არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ სურს.
„პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მინდა. ამას თავისი ახსნა გააჩნია – ნუ არ მინდა და რა ვქნა. ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ. მარტამდე დიდი დროა და ფეხბურთის ფედერაციას აქვს დრო, რომ კანდიდატი კარგად შეარჩიოს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ.
47 წლის ქართველი სპეციალისტის თქმით, მას ევროპაში იწვევენ:
„გუშინ დამიკავშირდნენ პორტუგალიიდან, ესპანური გუნდებიც. ვნახოთ, რა იქნება, მალე გაირკვევა. თუმცა, შემოთავაზებისას ათასი წვრილმანია გასათვალისწინებელი“.


