Accentnews.ge
ანზორ მელია კლინიკა "გულის" დაკეტვის მიზეზად საავადმყოფოს 115 მედიკოსის კოვიდ–ინფიცირების ფაქტს ასახელებს

ანზორ მელია კლინიკა "გულის" დაკეტვის მიზეზად საავადმყოფოს 115 მედიკოსის კოვიდ–ინფიცირების ფაქტს ასახელებს

26/11/2020 08:12:03 საზოგადოება

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის" გენერალური დირექტორი ანზორ მელია აცხადებს, რომ საავადმყოფოს დაკეტვის მიზეზი სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე 40 ექიმის, 45 ექთანისა და 30 სანიტრის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი გახდა.

ანზორ მელიას განცხადებით, ინფექციის გავრცელების წყარო პაციენტი იყო, რომელმაც მოიტყუა, რომ სიცხეები არ ჰქონია.

“ჩვენ 10 დეკემბრამდე დავიხურეთ, რადგან თითქმის ყველა ექიმის კოვიდი აქვს, მეც კოვიდი მაქვს, სასწრაფო მთლიანად ინფიცირებულია. სულ 200- მდე თანამშრომელი გვყავს, ინფიცირებულია 40 ექიმი, 45 ექთანი და 30 სანიტარი. მათგან ზოგი სასტუმროში მკურნალობს, ზოგი სახლში. სახლში ვმკურნალობ მეც, იზოლაციაში ვარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებულია, ასევე, ჩვენი ტექნიკური პერსონალი. ჩვენ მკაცრი ზომები მივიღეთ "კოვიდის" დაწყებიდან, მაგრამ ვირუსი შემოგვეპარა. ვირუსი ჩვენთან ავადმყოფმა მოიტანა, მოგვატყუა, რომ სიცხეები არ ჰქონია და თურმე, ამ ავადმყოფს ოთხი დღე სიცხე ჰქონდა. როცა გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვა, რომ ოთხი დღეა, რაც სიცხე მაქვსო. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჩვენ გადმოგვადო ვირუსი“,- განაცხადა ანზორ მელიამ “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S