Accentnews.ge
მარინა ენდელაძე განმარტავს, როდის აღარ არიან ვირუსის გამავრცელებელნი კოვიდ–ინფიცირებული ადამიანები

მარინა ენდელაძე განმარტავს, როდის აღარ არიან ვირუსის გამავრცელებელნი კოვიდ–ინფიცირებული ადამიანები

26/11/2020 07:45:09 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე განმარტავს, თუ როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო, მსუბუქი, თუ საშუალო სიმპტომების მქონე პირები.

მისი თქმით:

  • თუ პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ ის უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება, უკვე შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში და ჩათვალოს, რომ არავის დააინფიცირებს.
  • რაც შეეხება საშუალო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, მათ 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას

ამასთან, როგორც ენდელაძე აცხადებს, "თუ 13 დღეა გასული პაციენტი არ არის გადამდები, თუმცა შეიძლება, "პისიარ" ტესტი იყოს დადებითი, რადგან ეს არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, ვირუსისგან 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 98 781პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1124 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S