Accentnews.ge
საქართველოში ერთ დღეში 128–ით გაიზარდა იმ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებულები

საქართველოში ერთ დღეში 128–ით გაიზარდა იმ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებულები

26/11/2020 07:03:01 საზოგადოება

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 18 759 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 986 –ს შეადგენს. მათგან 452 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება 324 პირს ესაჭიროებოდა.

6 165 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 920 - კოვიდ-სასტუმროში, 8 674 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 037 ადამიანი იმყოფება.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 293 ;
  • აჭარა – 495;
  • იმერეთი – 793;
  • ქვემო ქართლი – 270;
  • შიდა ქართლი – 232;
  • გურია– 80;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 371;
  • კახეთი –129,;
  • მცხეთა-მთიანეთი –70;
  • სამცხე-ჯავახეთი – 62;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 26;

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 98 781პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1124 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S