სავარაუდო ახალი შეზღუდვების თაობაზე სოცქსელებში ინფორმაცია ვრცელდება
26/11/2020 06:08:54 საზოგადოება
სავარაუდო ახალი შეზღუდვების თაობაზე სოცქსელებში ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ ამოქმედების დრო 28 ნოემბრიდან 22:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათი იქნება; 24 დეკემბრამდე აიკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა; 24 დეკემბრამდე სურსათის, სილამაზის და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა დაწესებულება, მათ შორის ბაზრობები, საცურაო აუზები და სპორტ დარბაზები; დაკეტილი ობიექტები დროებით – 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე გაიხსნება; საჯარო სამსახურები 3 იანვრამდე მაქსიმალურად დისტანციურ რეჯიმში იმუშავებენ; ამავე რეჟიმში იმუშავებენ კერძო ოფისებიც, თუმცა მათ, ვისაც აუცილბლობა ექნება, დასაქმებულები ოფისში ამუშაოს, სამუშაო დღე 15:00 საათისთვის უნდა დაასრულონ; სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები.
სოცქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში ნაწილი შეზღუდვებისა შემსუბუქდება, თუმცა შემდგომ ისევ გაგრძელდება.
საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მთავრობა სწორედ ისეთი შეზღუდვების გატარებას გეგმავს, რომლის შესახებ ცნობები სოცქსელებში გავრცელდა.


