ტრამპმა მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი შეიწყალა

26-11-2020 10:12:54 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი შეიწყალა.

„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ გენერალ მაიკლ ფლინს შეწყალება მიენიჭა. ვულოცავ მას და მის შესანიშნავ ოჯახს. ვიცი, ახლა ნამდვილად ფანტასტიკური მადლიერების დღესასწაული გექნებათ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში

მაიკლ ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე აშშ-ში გამოძიება ჩატარდა. 2017 წელს იგი აშშ-ში რუსეთის ყოფილ ელჩთან ურთიერთობების თაობაზე FBI-სთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დამნაშავედ ცნეს. ფლინმა დანაშაული აღიარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები