Accentnews.ge
“ალბათ, ჩემი შეცდომაც იყო, რომ ღონისძიებების უფრო გამკაცრება არ მოვითხოვეთ"

“ალბათ, ჩემი შეცდომაც იყო, რომ ღონისძიებების უფრო გამკაცრება არ მოვითხოვეთ"

25/11/2020 20:20:17 საზოგადოება

“ალბათ, ჩემი შეცდომაც იყო, რომ ღონისძიებების უფრო გამკაცრება არ მოვითხოვეთ და წინააღდმეგი არ წავედით იმ ლიბერალიზაციის, რომელიც ზაფხულში გახლდათ", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

"რატომღაც ყველას გვეგონა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ისეთი ერთსულოვნება გამოავლინა გაზაფხულზე და იმდენად კარგი მაგალითი აჩვენა, რომ ადამიანებმა გაითვითცნობიერეს, რომ თავისუფლება დამოკიდებულია შენს ქცევაზე”,– განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S