Accentnews.ge
"ხვალ გამოცხადდება არა მხოლოდ ახალი შეზღუდვები, არამედ – გეგმაც, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მომავალი ორი თვე"

"ხვალ გამოცხადდება არა მხოლოდ ახალი შეზღუდვები, არამედ – გეგმაც, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მომავალი ორი თვე"

25/11/2020 17:54:10 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ხვალ მთავრობა ახალ შეზღუდვებთან ერთად მომავალი ორი თვის გეგმას გამოაცხადებს.

"ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები არამედ გეგმა, მომავალი ორი თვე როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ. [...] ხვალ გამოცხადდება ის ღონისძიებები, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადილება და მაქსიმალურად შეიზღუდება ადამიანების ურთიერთკავშირები", - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S