Accentnews.ge
"მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნვა შეძლონ"

"მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნვა შეძლონ"

25/11/2020 12:04:23 საზოგადოება

"მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნვა შეძლონ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ერთის მხრივ, ვითვალისწინებთ ზიანს, რაც ადამიანის ჯანმართელობას კოვიდ–ინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად შეიძლება, მიადგეს, მეორეს მხრივ – ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ყველა ახალ წელსა და შობას ველოდებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბიზნესის აქტიურ ფაზას ვითვალისწინებთ, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენ მიზანი არ არის, იმგვარი და იმ ვადით შეზღუდვები მოხდეს, რომ ყველა ეს კომპონენტი ზარალში მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით პროცესს იმ პერიოდის შემდეგ, რაც შეზღუდვებს დავაწესებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ, თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაურესების გამო მთავრობა ახალ შეზღუდვებს ხვალ დააწესებს.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S