Accentnews.ge
თბილისის სატრანსპორტო კომპანია განმარტავს, იგეგმება თუ არა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განმარტავს, იგეგმება თუ არა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერება

25/11/2020 10:11:51 საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მუშაობას შეფერხება არ ემუქრება.

მისივე ცნობით, 250 მემანქანიდან 20-მდე ადამიანია კოვიდ–ინფიცირებული.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, "ერთობა 2013"-ის შემოთავაზება, გამოიწვევს მგზავრთა ინფიცირების რისკების ზრდას:

"მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომ შემცირებულიყო თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები და გაზრდილიყო ინტერვალი, ვერ იქნებოდა მისაღები, რადგან მსგავსი ტიპის რეკომენდაციას გასცემენ საკოორდინაციო საბჭო და დარგის სპეციალისტები. ჩვენ მათ რეკომენდაციებს ვასრულებთ. გარდა ამისა, "ერთობა 2013"–ის შემოთავაზება გამოიწვევდა მეტი მგზავრის თავმოყრას როგორც ბაქანზე, ასევე მეტროპოლიტენის შემოსასვლელებში".

ცნობისთვის: "თბილისის მეტროსპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ერთობა 2013"-ის ინფორმაციით, "მეტროპოლიტენის მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია". პროფესიულ კავშირში აცხადებენ, რომ "არსებობს მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების საფრთხე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S