Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებული 886 მძიმე პაციენტიდან, 324 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

კოვიდ–ინფიცირებული 886 მძიმე პაციენტიდან, 324 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

25/11/2020 07:02:00 საზოგადოება

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 886 –ს შეადგენს. მათგან 324 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

6 145 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 723 - კოვიდ-სასტუმროში, 8 329 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 071 ადამიანი იმყოფება.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 314 ;
  • აჭარა – 523;
  • იმერეთი – 264;
  • ქვემო ქართლი – 104;
  • შიდა ქართლი – 44;
  • გურია– 106;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 232;
  • კახეთი –214;
  • მცხეთა-მთიანეთი –165;
  • სამცხე-ჯავახეთი – 84;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 21;

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S