"ოპოზიციამ რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი მომხრეების ჯანმრთელობა და ეს  გახლდათ საფრთხე მთელი  საზოგადოებისთვის"

25-11-2020 08:54:36 პოლიტიკა

„სამწუხაროა, რომ მთელ მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენც გვიწევს ისევ პანდემიის რეჟიმში ცხოვრება“, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

„კორონავირუსის შემტხვევების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობა არსებულ რეკომენდაციებს არ იცავდა, ასევე შემთხვევების მატებას ხელს ვირუსის სეზონურობაც უწყობს, თუმცა მთავარი ბიძგი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას საპროტესტო აქციებმა მისცა. რა თქმა უნდა, ფეთქებადი ბიძგი მისცა ქუჩაში ოპოზიციის მიერ მოწყობილმა აურზაურმა. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო ემზადება შესაძლო მეორე ტალღისთვის, დარგის სპეციალისტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მთავარი იარაღი გამოვიყენოთ - ფიზიკური დისტანცირება და პირბადე, რომ არ გავრცელდეს ინფექცია და, პრაქტიკულად, ოპოზიციამ ეს იარაღი აყარა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს და რისკის ქვეშ დააყენა მათი ჯანმრთელობა და სწორედ ეს გახლდათ საფრთხე მთელი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები