აშშ-მა სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

24-11-2020 22:13:19

აშშ-ის ხელისუფლებამ სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის გვერდის ავლით ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები 6 ნოემბრიდან ამოქმედდა კომპანია „ავიანაწილების“, სააქციო საზოგადოება „ელეკონის“ და Nilco Group-ის მიმართ. სანქციები ძალაში ორი წლის განმვალობაში იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიათა შორის არის ასევე ორი ჩინური კომპანია.

ერთი თვის წინ ევროპის კავშირმა რუსეთის ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. გადაწყვეტილება და სანქციების სია 15 ოქტომბერს ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა. სანქციებს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც. ყველა ამ პირს ეკრძალება ევროკავშირში ტურისტული მიზნებით შესვლა, ევროკავშირში მათი აქტივები, თუკი ისინი არსებობს, გაიყინება. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქციების სიაში შემავალ პირებთან ფინანსური ურთიერთობები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები