ევროკავშირი „მოდერნასგან“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეისყიდის

24-11-2020 20:03:00 მსოფლიო

ევროკავშირი ამერიკულ კომპანია „მოდერნასგან“ 160 მილიონი დოზა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენას გეგმავს.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი კომპანიასთან კიდევ ერთ ხელშეკრულებას 25 ნოემბერს გააფორმებს.

„ჩვენ ვქმნით ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ ვაქცინის პორტფელს მთელს მსოფლიოში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები პანდემიის დასრულებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„მოდერნაში “ აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებულმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ კვლევების მესამე ეტაპზე 95%–იანი ეფექტურობა აჩვენა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები