აშშ-ის საზღვაო სარდლობა ცხადებს, რომ ნაღმოსანი გემი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში არ შესულა

24-11-2020 19:56:32 მსოფლიო

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის სარდლობამ უარყო რუსეთის სამხედრო უწყების ინფორმაცია, თითქოს ამერიკის საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი – „ჯონ მაკკეინი“ საზღვაო საზღვის დარღვევით რუსეთის ტერიტორიული წყლებში შევიდა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკული ნაღმოსანი 24 ნოემბერს, დილით რუსეთის „საზღავო საზღვიდან 2 კილომეტრის სიღრმეში აღმოჩნდა“ რუსეთის ფედერაციის კუთვნილ პეტრე დიდის ყურეში და რომ რუსეთის სამხედრო ხომალდმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ საერთაშორისო არხებით გააფრთხილა „ჯონ მაკკეინის“ მეთაური ასეთი მოქმედების დაუშვებლობის შესახებ, რასაც პასუხად შეასაძლოა მოჰყოლოდა „სატარანო მანევრი“.

გავრცელებული ცნობით, ამ გაფრთხილების შემდეგ „ჯონ მაკკეინი“ ნეიტრალურ წყლებში შევიდა.

მე-7 ფლოტის სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ი, მოსკოვის პოზიციის მიუხედავად, არ ცნობს პეტრე დიდის ყურეს რუსეთის ტერიტორიულ წყლებად, არამედ მიიჩნევს საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობით აღიარებულ საერთაშორისო წყლების ნაწილად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები