Accentnews.ge
გამყრელიძე: "სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში შემოტანილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება"

გამყრელიძე: "სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში შემოტანილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება"

24/11/2020 10:05:36 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში შემოტანილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება".

"ჩვენ ვართ "კოვაქს" პლატფორმაზე. როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი იქნება. კონტრაქტი არსებობს. პირველი შენატანი გაკეთებულია და ჩვენ მივიღებთ 700 000 ადამიანისთვის საჭირო დოზას. ეს იქნება თებარვალში,თუ მარტში ჯერ დაბეჯითებით ამის თქმა მე არ შემიძლია. რასაც სახელმწიფო შემოიტანს ეს იქნება უფასო მოსახლეობისთვის", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინით პირველ რიგში რისკ–ჯგუფები აიცრებიან.

"ყველაზე მეტად რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან სამედიცინო მუშაკები, შემდეგ უკვე ხანდაზმულები და ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ", – დასძინა მან.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S