Accentnews.ge
"შევდივართ პიკში და იგი რამდენხანს გაგრძელდება, არ ვიცით"

"შევდივართ პიკში და იგი რამდენხანს გაგრძელდება, არ ვიცით"

24/11/2020 09:45:51 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა "პიკში შედის და იგი რამდენხანს გაგრძელდება უცნობია".

მისივე თქმით, "საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა არ იკლო და ქვეყანას ბოლო 24 საათში 3 128 ახალი ინფიცირებული ჰყავს იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ–კვირას და სადღესასწაულო დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირეა".

„ჩვენთან დღეს 3 128 ახალი შემთხვევაა, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ შესაბამისობაში ქვეყანაში დღეს ინფექციის გავრცელებასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში გადავცილდით 4 000 ახალ შემთხვევას, შეგვიძლია ვთქვათ, შევედით პიკში, უბრალოდ დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო ამ სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობა შაბათ–კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა. ამიტომ ეს რაოდენობა – 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის, პირიქით არის მატება, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და რამდენხანს გაგრძელდება, არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S