"ვიდრე კოვიდ–ინფიცირებულ პირს ექიმი გამოჯანსაღებულის სტატუსს არ მისცემს, მისი აცრა გრიპის საწინააღმდეგო ან ნებისმიერი სხვა ვაქცინით არ შეიძლება"
24/11/2020 08:20:23 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, "ვიდრე კოვიდ–ინფიცირებულ პირს ექიმი გამოჯანსაღებულის სტატუსს არ მისცემს, მისი აცრა გრიპის საწინააღმდეგო ან ნებისმიერი სხვა ვაქცინით არ შეიძლება".
"იქამდე, სანამ შემთხვევა ექიმის მიერ განიხილება როგორც მწვავე, მისი აცრა არ უნდა მოხდეს არც გრიპის ვაქცინით, არც სხვა გეგმური ვაქცინაციით, რომლითაც იცრებიან ჩვენს ქვეყანაში ბავშვები. იმ მომენტიდან, როგორც კი ექიმი აძლევს შემთხვევას გამოჯანსაღებულის სტატუსს, მისი აცრა შესაძლებელია ნებისმიერი, მათ შორის გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინით“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.


