"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე"
24/11/2020 07:48:32 საზოგადოება
"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "საქართველოს პირველი არხის" გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს.
„კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებებაგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, – განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების 10–მდე შემთხვევაა დადასტურებული.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.


