თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია
24/11/2020 07:22:42 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს კვლავ აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, ყელის ტკივილი და ხველა, თუმცა მისი მდგომარეობა რჩება სტაბილური.
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. იგი მკურნალობის კურსს ინფექციურ კლინიკაში გადის.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.


