Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებული 932 მძიმე პაციენტიდან, 410 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

კოვიდ–ინფიცირებული 932 მძიმე პაციენტიდან, 410 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

24/11/2020 07:04:32 საზოგადოება

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 18 526 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 932 –ს შეადგენს. მათგან 413 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

6 192 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 739- კოვიდ-სასტუმროში, 8 595 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 102 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 735–ს შეადგენს. მათგან 368 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 504 ;
  • აჭარა – 576;
  • იმერეთი – 212;
  • ქვემო ქართლი – 129;
  • შიდა ქართლი – 101;
  • გურია– 87;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 189;
  • კახეთი –116;
  • მცხეთა-მთიანეთი –105;
  • სამცხე-ჯავახეთი – 97;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 12;

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S