Accentnews.ge
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

24/11/2020 06:40:21 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სამსახურში დაბრუნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ოჯახის ინფიცირებულ წევრთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს გადავიდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S