ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების სიმცირის ერთ–ერთ მიზეზად არჩევნებს ასახელებს
23/11/2020 20:05:23 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების სიმცირის ერთ–ერთ მიზეზად არჩევნებს ასახელებს.
კითხვაზე, ბოლო 24 საათში რატომ ჩატარდა 6 500 ტესტი მაშინ, როცა ქვეყანას 4 000-მდე ახალი კოვიდ–ინფიცირებული ჰყავს, თამარ გაბუნიამ შემდეგი განაცხადა:
"ვფიქრობ, შეიძლება გარკვეულწილად არჩევნების ეფექტი იყო; შეიძლება – კვირა დღის ეფექტი და ამგვარი მცირე რაოდენობა ამან გამოიწვია. თუმცა, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 10 000-დან 12 000-მდე ტესტია“.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები ქვეყანაში 21 ნოემბერს, შაბათს გაიმართა.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში Covid-19-ით ავადობის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3531.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.


