Accentnews.ge
"საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება"

"საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება"

23/11/2020 16:51:16 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება

ტიკარაძის თქმით, "მნიშვნელოვანია საწოლფონდის სწორად მართვა როგორც ასაკობრივ, ასევე ქრონიკული დაავადებების ჭრილში".

"დღეს საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება, მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რაც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს და განსაზღვრავდეს მისი, როგორც რისკის პაციენტის სტატუსს", - განაცხადა ტიკარაძემ.

სოციალურ ქსელში ასევე, სხვადასხვა მედიასაშულებებში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ინფიცირებული ახლობლები საავადმყოფოებში ვერ გადაჰყავთ, რადგან ადგილები არ არის.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში Covid-19-ით ავადობის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3531.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S