Accentnews.ge
"რთული ვითარებაა, გვაქვს ინფიცირებულთა დრამატული ზრდა. მოსახლეობამ, რეგულაციები სათანადოდ უნდა დაიცვას"

"რთული ვითარებაა, გვაქვს ინფიცირებულთა დრამატული ზრდა. მოსახლეობამ, რეგულაციები სათანადოდ უნდა დაიცვას"

23/11/2020 16:30:05 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას "რთულს" უწოდებს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე, ხშირად დაიბანონ ხელები და თავი აარიდონ დიდ შეკრებებს.

"რთული სიტუაციაა, გვაქვს ინფიცირებულთა დრამატული ზრდა. ძალიან კარგი იყო პირველ პერიოდში რომ გამოვდიოდით და შედარებით საიმედო ინფორმაციის მოცემა შეგვეძლო. რისი ბრალია?! მოსახლეობის, ჩვენი ბრალია. ეტყობა არ ვიცავთ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა. სულ ერთსა და იმავეს ვამბობთ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაითავისოს მოსახლეობამ, რომ დაიცვას რეგულაციები. დღეს მითხრეს, რომ პაციენტი, რომელიც იყო ინფიცირებული, სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება“, - განაცხადა ენდელაძემ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 2 157 - თბილისში. გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 531.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S