Accentnews.ge
"ერთმანეთის წიწილაობაში უფსკრულისკენ წავალთ, უნდა გავერთიანდეთ და ქვეყანა გადავარჩინოთ"

"ერთმანეთის წიწილაობაში უფსკრულისკენ წავალთ, უნდა გავერთიანდეთ და ქვეყანა გადავარჩინოთ"

23/11/2020 17:32:02 საზოგადოება

"ერთმანეთის წიწილაობაში უფსკრულისკენ წავალთ, უნდა გავერთიანდეთ და ქვეყანა გადავარჩინოთ", – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

"ბოლო რამდენიმე დღეა, ძალიან დავითრგუნე. ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათ ექიმები ვერ ეხმარებიან. ამიტომ, ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს. ხვალიდან მთავრობა იქნება თუ ოპოზიცია, უნდა დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან. ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ, რომ ქვეყანა გადარჩება", – განაცხადა რატინმა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში Covid-19-ით ავადობის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3531.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S