Accentnews.ge
NY Times - ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა

NY Times - ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა

23/11/2020 15:09:40 საზოგადოება

ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, – იუწყება The New York Times.

მისივე ცნობით, 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირების დაახლოებით 96 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო 7 დღის მონაცემებით, სიაში მეორე ადგილს ლუქსემბურგი იკავებს, მეოთხეს – მონტენეგრო, მეოთხეს – სერბეთი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში Covid-19-ით ავადობის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3531.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S