Accentnews.ge
"პრევენციული ღონისძიებებით შევძლებთ, დღეში თუნდაც კოვიდ–ინფიცირების 4000 შემთხვევა შევინარჩუნოთ"

"პრევენციული ღონისძიებებით შევძლებთ, დღეში თუნდაც კოვიდ–ინფიცირების 4000 შემთხვევა შევინარჩუნოთ"

23/11/2020 13:54:10 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ შესაძლებელი იქნება, "დღეში თუნდაც კოვიდ–ინფიცირების 4000 შემთხვევა შევინარჩუნოთ".

მისივე თქმით, "სულ მცირე, 2-3 კვირა მაინც იქნება საჭირო, ვიდრე სტაბილიზაციის შემდეგ რაღაც კლევას მივიღებთ".

"ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, ეს არის პიკი, თუ შემდეგი მატება კიდევ წინ გვაქვს. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რაც უნდა დავიცვათ. მათ შორის პირბადის გამოყენება. ვფიქრობთ, ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა, პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია, რომ ჩვენ თუნდაც 4000-იან ნიშნულზე შევნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდი. სულ მცირე, 2-3 კვირა მაინც იქნება საჭირო, ვიდრე სტაბილიზაციის შემდეგ რაღაც კლებას მივიღებთ. პირბადე არის კრიტიკული ფაქტორი. მთელი ევროპა პირველ ადგილზე აყენებს პირბადის გამოყენებას",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე საყოველთაო "ლოქდაუნი" არ დაწესდება, თუმცა მოსალოდნელია "წერტილოვანი შეზღუდვები".

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის წევრები სარესტორნო ბიზნესის და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში Covid-19-ით ავადობის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3531. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S