Accentnews.ge
ამერიკული მედია: ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის წარდგენას გეგმავს

ამერიკული მედია: ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის წარდგენას გეგმავს

23/11/2020 13:49:39 მსოფლიო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის წარდგენას გეგმავს, - იუწყება ამერიკული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

58 წლის ბლინკენს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა. როგორც CNN აღნიშნავს, 2014 წელს ბლინკენი ცენტრალურ როლს ასრულებდა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქციის კუთხით. ბლინკენი მონაწილეობდა ასევე “ალ-ქაედას” დამფუძნებელ უსამა ბინ-ლადენისა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციებში.

გარდა ამისა, იგი მუშაობდა იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ახლა, როგორც ამერიკული მედიის წყაროები იუწყებიან, ამ თანამდებობაზე ჯეიკ სალივანი იქნება წარდგენილი, რომელიც 2016 წელს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის – ჰილარი ქლინთონის მრჩევლად მუშაობდა.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანადებობაზე კი, მედიის ინფორმაციით, ლინდა თომას-გრინფილდი განიხილება, რომელიც ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახლდათ.

ბაიდენის გუნდი კანდიდატურებზე საუბარს ჯერ-ჯერობით თავს არიდებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით კი, ბაიდენი მათ ოფიციალურად 24 ნოემბერს დაასახელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ძირითადი დღე 3 ნოემბერი იყო. ბაიდენმა წარმომადგენლების 306 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი - 232. ტრამპის იურიდიულმა მრჩევლებმა სასამართლოებში 20-ზე მეტი საჩივარი წარადგინეს და კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვეს, თუმცა საჩივრებიდან თითქის ყველა უარყოფილ იქნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S